ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, როგორ უპასუხებენ ვიქტორ ორბანის ვიზიტებს რუსეთსა და ჩინეთში - ჯოზეფ ბორელი

22 ივლისი 2024, 17:09 332 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, როგორ უპასუხებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტებს რუსეთსა და ჩინეთში, ასევე უნგრეთის პოზიციას უკრაინაში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

ბორელმა უნგრეთის მთავრობის ქმედებებს „მიუღებელი“ უწოდა.

უცხოური მედიის ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას სურს, რომ ბლოკმა უფრო მკაცრი პოზიცია გამოავლინოს ბუდაპეშტის მიმართ. 

უნგრეთი ივლისში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარე ქვეყნად გახდომიდან მალევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინსა და მოსკოვს ეწვია. ორბანმა აღნიშნულ ვიზიტებს „სამშვიდობო მისია“ უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი