ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოზე მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
„როიტერის“ ინფორმაციით, სომხეთთან უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს კონკრეტულ პირობებს. პროცესმა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გასტანოს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, „ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე“.