რეპრესირებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურში ღონისძიება გაიმართა. რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრებმა და მუნიციპალიტეტის ოფიციალურმა პირებმა მემორიალი თაიგულებით შეამკეს. გაიხსენეს უსამართლოდ დახვრეტილთა და გადასახლებულთა ცხოვრება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამარხები. ამ დრომდე არაერთი რესპრესირებულის დნმია გამოკვლეული. ნაწილი ოჯახებმა უკვე დაკრძალეს პატივით.
როგორც დღეს აღინიშნა გრძელდება კვლევის პროცესი. 1937/38 წლებში რეპრესირესირებულ პირთა პანთეონის შექმნის იდეით გამოვიდნენ დღეს დაღუპულთა ოჯახის წევრები.