შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე

22 ივლისი 2024, 10:45 89 ნახვა

საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა  უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ ესაუბრა.

საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტექნოლოგიებზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ადამიანური რესურსის გაძლიერება, ინფორმირების კამპანია, ეტაპობრივად ჩატარებული 8 საპილოტე არჩევნები და მისი შედეგები, ელექტრონული არჩევნების სამართლებრივი მოწესრიგების საკითხები. გაიმართა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში ენახათ მათი მუშაობა.

შეხვედრის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტმა მონაწილეებს საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გააცნო. ხოლო აიეფაის-ის  მთავარმა მრჩეველმა სამართლებრივ და მართლმსაჯულების საკითხებზე საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილა. ცესკოს ინფორმაციით, ორდღიანი  სამუშაო შეხვედრა ბათუმში გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი