ათასზე მეტი მიგრანტი მექსიკის ჩიაპასის შტატიდან ფეხით გაემართა აშშ-ს საზღვრისკენ. ჯგუფმა, რომელიც ძირითადად ცენტრალური ამერიკისა და ვენესუელის მოქალაქეებისგან შედგება, მსვლელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. მას შემდეგ, რაც ბაიდენმა თავშესაფრის მინიჭება აკრძალა იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დააკავეს, ყოველდღიურად 2 ათას 500-ზე მეტი მიგრანტს აპატიმრებდნენ.
აშშ რჩება საკვანძო ქვეყნად ლათინოამერიკელი ემიგრანტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებას და უკეთეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს ეძებენ საზღვარგარეთ.
მიგრაციის საკითხი არჩევნების წინ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არალეგალ მიგრანტებს საზღვრების გაძლიერებას და მასობრივ დეპორტაციას დაჰპირდა.