ათასობით აქტივისტმა ესპანეთის პალმა დე მალიორკაში საპროტესტო მსვლელობა ქვეყანაში გადაჭარბებული ტურიზმის წინააღმდეგ. მანამდე საპროტესტო აქციები ბარსელონაში და სხვა პოპულარულ დასასვენებელ ადგილებში, როგორიცაა პალმა დე მალიორკა, მალაგა და კანარის კუნძულები.
„ჩვენ არ ვართ ტურისტების წინააღმდეგი, ჩვენ ვართ ტურისტული მოდელის წინააღმდეგ- აცხადებენ აქტივისტები.
პროტესტის მთავარი მიზეზი ტურისტების დიდი რაოდენობის გამო საცხოვრებელ სახლებზე გაზრდილი ფასებია.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მათი ქალაქებში ცხოვრება არასტაბილურია და ტურისტული მოდელის შეცვლას ითხოვენ.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ესპანეთს 16,1 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია.