ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად - კამალა ჰარისი

22 ივლისი 2024, 11:07 130 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ აპირებს, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია, გავიმარჯვო. არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა, და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევები შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მიღწევებს, რომლებიც მსახურობდნენ ორი ვადით. ამ თავდაუზოგავი და პატრიოტული აქტით, პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში: ამერიკელ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ყველაფერზე მაღლა აყენებს. გასული წლის განმავლობაში, მე ვიმოგზაურე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვესაუბრე ამერიკელებს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შესახებ და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებ მომდევნო დღეებსა და კვირებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი“, – განაცხადა ჰარისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი