ზოგიერთი რესპუბლიკელის მოწოდების მიუხედავად, ჯო ბაიდენი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას, – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო თავისუფალ ვარდნაში მყოფი ეკონომიკა, ძალადობრივი დანაშაულის მზარდი მაჩვენებელი. მან ეს შეცვალა, რათა მიეღო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ძალადობრივი დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თითქმის 50 წლის განმავლობაში, ხოლო, ნატო უფრო დიდი გახადა, ვიდრე ოდესმე. ის მოუთმენლად ელოდება თავისი ვადის დასრულებას და უფრო ისტორიულ შედეგებს ამერიკელი ხალხისთვის. ეს მოიცავს ხარჯების შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალური უზრუნველყოფის დაცვას. ბაიდენი გააგრძელებს ბრძოლას ამერიკელების თავისუფლებების დასაცავად აბორტის აკრძალვისა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმებისგან“, – აცხადებენ თეთრი სახლში.
ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს უჭერს მხარს.