იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.
„ჰუსიტების“ განცხდებით, სარაკეტო იერიშის სამიზნე ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქი ეილათი იყო.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალეს.
ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა.
„ეროუ 3“-ის სისტემა შექმნილია ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს გარეთ არიან.