ბათუმის ბოტანიკური ბაღის „ქვედა პარკში მიმდინარე“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ბაღის ადმინისტრაციამ, ვიზიტიორთა უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვა დააწესა.
დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, „მწვანე კონცხის“ მხრიდან არსებული შესასვლელისა და სალარო-აპარატების ნაცვლად,მიმდებარედ, დაცვის საგუშაგოსთან არსებული სამანქანო შესავლელით ისარგებლონ, სადაც სალარო-აპარატებიც განთავსდება.
შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.