საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება გრძელდება

20 ივლისი 2024, 11:57 356 ნახვა

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება თეატრებშიც დაიწყო. საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ პირველი საინფორმაციო შეხვედრა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა.

ცესკოს თავმჯდომარემ თეატრის დასსა და თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოახლოვებული არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.

გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. ამ დროისათვის 4 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 500 000-მდე ამომრჩეველი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი