საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში. წვიმის მიუხედავად მსმენელი კონცერტზე ბოლომდე დარჩა.
სცენაზე ადგილობრივებთან ერთად, დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლებიც მონაწილეობდნენ.
ჯგუფი მგზავრები, ქუჩის ბიჭები, რეგიონი, კახაბერი და ხანუმები ზრუნავდნენ მსმენელის განწყობაზე. საღამო დიჯეი გურულის შოუ-პროგრამით დაიხურა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ფრანების შოუ, კოსტუმირებული მსვლელობა, თეატრალიზებული წარმოდგენები, ადგილზე მოწყობილი იყო კვების სივრცეები.