მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ გამოიწვია.
შეფერხების გამო დაგვიანდა რეგისტრაციის პროცესები, ზოგიერთ ქვეყანაში კი ფრენა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ხარვეზმა შეფერხება გამოიწვია ქუთაისის აეროპორტშიც, კატოვიცეს რეისზე რეგისტრაცია 20 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. ბერლინის რეისი კი პოზნანში გადამისამართდა.
ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტში ყველა დაგეგმილი რეისი განრიგის მიხედვით სრულდება.