მსჯელობა ამნისტიის კანონპროექტზე

19 ივლისი 2024, 11:50 350 ნახვა

პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს.  

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ვეტო და დესტრუქციული ნაბიჯი ვერ შეაფერხებს. 

ოპოზიციის ნაწილი კი მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაში წინასაარჩევნო კამპანიის კვალსა და პოლიტიკურ სარჩულს ხედავს.  

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით ცოტა ხნის წინ  დაუჭირა მხარი. დღესვე   რიგგარეშე პლენარული სესიაზე გაიტანენ საკითხს.   

პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულზე გავრცელდება და არ ეხება მძიმე დანაშაულებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი