პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილს არ აქვს იმედი, რომ ამით ვითარება შეიცვლება, მათ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ.
სახელისუფლებო გუნდი კი პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს. აქვე გეტყვით, რომ პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში გუშინ უკვე მიიღო, თუმცა რა ვადაში განიხილავს სარჩელს პლენუმი ჯერჯერობით უცნობია.