გილოცავთ თქვენ და თქვენს ეროვნულ გუნდს ყველაზე წარმატებულ დებიუტს - უეფა-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს

19 ივლისი 2024, 10:04 107 ნახვა

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს, რომლითაც მთავრობის მეთაურს და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევრო 2024-ზე წარმატებულ დებიუტს ულოცავს.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით კეთილი სიტყვებისა და კომპლიმენტებისთვის „უეფა ევრო 2024“-ის ფინალურ ტურნირთან დაკავშირებით.

,,UEFA EURO 2024'' დასრულდა ერთთვიანი, უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო სანახაობის შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით, თუ რას ნიშნავს იყო „ევროპის გულში ფეხბურთით გაერთიანებული“ და მიხარია, რომ ეს თქვენთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა და ტურნირით გამოწვეული ემოციების გაზიარება. ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ აჩვენა ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს არის ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყარო. საოცარი იყო იმის ნახვა, რა პატივით ატარებდნენ ფეხბურთელები ეროვნულ მაისურებს. მათ ნამდვილად დაიმსახურეს უფლება, ეასპარეზათ მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო არენაზე. ეს ტურნირი უდავოდ იყო ერთიანობის ბრწყინვალე მაგალითი, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს იყოს ის მძლავრი ძალა, რომელსაც სიკეთე მოაქვს მსოფლიოში, მიმართულია იმედისა და პოზიტიური ცვლილებებისკენ.

ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი განსაკუთრებული მონაწილეების გარეშე, რომლებმაც წარმოაჩინეს შესანიშნავი ნიჭი, ერთგული გულშემატკივრების გარეშე, რომელთა ენთუზიაზმმა გაანათა სტადიონი, თავდადებული პოლიციისა და მოხალისეების გარეშე, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ სცენის მიღმა, რათა გერმანიაში ყველას კეთილგანწყობა ეგრძნო. ბოლოს, მინდა, მოგილოცოთ თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს ყველაზე წარმატებული დებიუტი! თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ხართ საფეხბურთო ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ“, - ნათქვამია წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში