ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები

03 აპრილი 2017, 00:00 3670 ნახვა

რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას და რას იწვევს დაბინძურებული ჰაერი? ჯამპსტარტ ჯორჯიას მიერ შეკრებილი მონაცემების თანახმად, ბათუმში ჰაერი დიდი ოდენობით აზოტის და გოგირდის დიოქსიდს, ასევე მტვერს შეიცავს, რომელიც ძირითადად მოუწესრიგებელი გზებით, სამშენებლო პროცესით და მანქანების გამონაბოლქვითაა გამოწვეული.

ეს ყველაფერი კი მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და იწვევს ათობით დაავადებას, მათ შორის ფილტვის კიბოს. მონაცემების თანახმად საქართველოში მთლიანი ავადობის 17 პროცენტი, ხოლო სიკვდილიანობის 19 პროცენტი გარემოს მავნე ზემოქმედებითაა განპირობებული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი