15 ივლისს ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

15 ივლისი 2024, 10:11 404 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გატარება ეტაპობრივად მოხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი