დონალდ ტრამპზე თავდასხმა

14 ივლისი 2024, 14:58 312 ნახვა

შეიარაღებული კაცი, რომელიც პენსილვანიის შტატში ამომრჩეველთან შეხვედრისას დონალდ ტრამპს თავს დაესხა,  შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაში ცხოვრობდა.

20 წლის თომას კრიუქსი აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზევე გაანეიტრალეს. ჯერჯერობით უცნობია რა მოტივაცია ამოძრავებდა ტავდამსხმელს და მოქმედება თუ არა იგი მარტო.

საჯარო ჩანაწერების მიხედვით, კრუქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, თუმცა 15 დოლარი შესწირა დემოკრატებთან დაკავშირებულ ჯგუფს. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თავდამსხმელი ხმას პირველად მისცემდა. თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი.

თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი