ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
ჰუა ჩუნინგმა თქვა, რომ ჩინეთი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.
„ჩინეთი თვალს ადევნებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიტინგზე სროლის ინციდენტს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“, - აღნიშნულია განცხადებაში.