ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე. გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. უწყების ინფორმაციით, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. როგორც იცით კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და რის გამოც წითელ ნუსხაშია შესული.