„მთის დღეებს“ თუშეთი მასპინძლობს

13 ივლისი 2024, 20:20 345 ნახვა

„მთის დღეებს“ თუშეთი მასპინძლობს. დღის მთავარი ღონისძიებები ომალოში დღის 14 საათიდან დაიწყება. დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა.

მოეწყობა ეთნოგრაფიული- შემეცნებითი კუთხე. სტუმრებს ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია შეეძლებათ. ღონისძიება გათვლილია პატარებზეც.

მათ განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები იზრუნებენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თუშური დოღი და გამოვლინდებიაბ გამარჯვებულები. საღამოს მუსიკალურად, კოცონთან “ჩვენი კვარტეტი” გააფორმებს.

ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება და მიზანი მთის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში