მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა აჭარაში

13 ივლისი 2024, 12:15 442 ნახვა

აჭარაში მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარეობს.

ვიზიტების ფარგლებში მოსახლეობას უტარდება სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევა. ამჯერად, სამედიცინო ბრიგადის მორიგი ვიზიტი ქედის მუნიციპალიტეტის მთა ნაკონაღვარში შედგა. პროგრამას -  "აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურთა ავადობის უფასო კვლევა" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.

 სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა მედიკამენტების პაკეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი