11-12 მარტის მოვლენებს წინ უძღოდა საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი, მათ შორის პარკირების დარღვევასთან დაკავშირებული ჯარიმები. ის, რომ ქალაქში პარკირების სისტემა მოსაწესრიგებელია, ამაზე რამდენიმე დღის წინ ქალაქის თვითმმართველობაში საუბრობდნენ. პარკირების ახალ სტრატეგიაზე ამ წუთებშიც ექსპერტები, აჭარის მთავრობის, მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობენ.