ნატო-ს სამიტი

09 ივლისი 2024, 10:18 452 ნახვა

საქართველო  მიწვეულია  ნატო-ს საიუბილეო სამიტზე, რაც ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. აშშ-ში საქართველოს ელჩს მიაჩნია, რომ ეს იქნება  წინ გადადგმული ნაბიჯი ალიანსში ინტეგრაციის კუთხით.    

იქნება თუ არა სამიტის დეკლარაციაში ჩანაწერი ღია კარის პოლიტიკის შესახებ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მოლოდინია, რომ ქვეყნის პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული.

აქვე გეტყვით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას და მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფორმატში, მათ შორის  საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა იქნება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი