ფესტივალი “ჩვენებურები” 

08 ივლისი 2024, 10:51 395 ნახვა

ფესტივალ ''ჩვენებურებს'', რომელიც თურქეთში მარმარის რეგიონში სამი დღეა მიმდინარეობს, ამჯერად  ორჰანგაზის რაიონმა უმასპინძლა.  კონცერტი ქალაქის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის ტერიტორიაზე გაიმართა.   ფესტივალში ბათუმიდან მიწვეული ანსამბლი “მთაწმინდა”, ასევე ინეგოლსა და ორჰანგაზში მოქმედი ქართული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ეთნიკური ქართველებით, ჩვენებურებით დასახლებულ ქალაქში ქართული ცეკვები შესრულდა. კონცერტს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  ქართული დელეგაციის და სხვადასხვა  ქალაქის ქართული საზოგადოებების წევრები.

გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიცია. ჯილდო სიმბოლურად ფესტივალის მონაწილე ანსამბლებს გადაეცათ. 

ორჰანგაზი მარმარის რეგიონში შემავალი რაიონია, სადაც საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ აჭარიდან გადასული მუჰაჯირების შთამომავლები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი