ინგლისურ სპორტინგში აჭარის შიდა დახურული ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრებაში 30 პროფესიონალი და მოყვარული მსროლელი მონაწილეობდა.
ტურნირი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაგეგმილი სარეიტინგო ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპია, აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირის მიზანს მსროლელებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.