ბოტანიკურ ბაღში სკაუტური ბანაკი დაიხურა. 7 დღის განმავლობაში ბავშვები მშობლებისგან დამოუკიდებლად ბოტანიკურ ბაღში მოწყობილ კარვებში ცხოვრობდნენ.
ისინი სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ. გაიარეს სკაუტური ტრენინგები, შეისწავლეს პირველადი დახმარების გაწევა, კარვის გაშლა, მიიღეს ინფორმაცია ეკოლოგიის შესახებ.
სკაუტურ ბანაკში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი სკაუტები, ასევე ახალწვეულებიც, რომლებმაც კვირეულის ბოლო დღეს ფიცი დადეს და სკაუტური მოძრაობის წევრები გახდნენ.