ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

06 ივლისი 2024, 20:06 382 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ვრცელებს.

„სომხეთსა და მოძმე ირანს შორის თბილი ურთიერთობების მუდმივ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე, რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის კონტექსტში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც სომხეთის მთავრობის პრესსამსახური წერს, მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, რიგი ახალი პროექტების განხორციელება დაიწყება.

ირანში 5 ივლისს ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა.

ირანში ვადამდელი არჩევნები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში გარდაცვალების გამო გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი