პუტინი ორბანის შეხვედრა - გამოხმაურებები

05 ივლისი 2024, 20:02 351 ნახვა

მოსკოვში ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ, ვიზიტი კი, როგოც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, უკრაინასთან შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე განხორციელდა. „ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, ურყევი რჩება და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვას იგი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ორბანის ვიზიტს რუსეთში ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები და ამბობენ, რომ უნგრეთის პრემიერი მოსკოვში მხოლოდ საკუთარ ქვეყანას წარმოადგეს და არა ევროპულ საბჭოს. ცნობისთვის, უნგრეთი ახლა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი