საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა. საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალური მდივანი ესთერ ლინჩი ეწვია.
ევროპის პროფკავშირების პირველი პირი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, პროფკავშირების წარმომადგენლობას და დასაქმებულებს შეხვდა. მოგვიანებით კი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო კონფერენცია გამართა.
ლინჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრობის გზაზე, ცვლილება კი, საქართველოს პროფკავშირებს სასიკეთოდ წაადგება.
კონფერენციაზე ირაკლი პეტრიაშვილმა ქართველ დასაქმებულებზე და მათ უფლებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის მოლოდინშია.