დიდი 10

02 აპრილი 2017, 00:00 1761 ნახვა

დიდი 10 -ის გათამაშების მე-17 ტურის შეხვედრაში ბათუმის სარაგბო კლუბი საკუთარ მოედანზე თბილისის არმიას უმასპინძლებს. 16 შეხვედრიდან ბათუმელი მორაგბეების ანგარიშზე 10 მოგებული თამაში, 2 ფრე და 4 წაგებაა. გუნდი 49 ქულით  მე-5 პოზიციაზეა. თბილისის არმია ბათუმელებს 12 ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილს იკავებს. შეხვედრა ბათუმის სარაგბო კომპლექსის ხელოვნურ საფარიან მოედანზე 2 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში