გენერალური პროკურორის შესარჩევი კონკურსი

04 ივლისი 2024, 15:01 403 ნახვა

ქვეყნის მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა ამ დრომდე გრძელდება. შესარჩევ სხდომაზე უკვე მოუსმინეს პროკურორობის კანდიდატს ვიქტორ ახალბედაშვილს. მან საკუთარ ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც  სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია  რეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი.  

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.   

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მეხუთედ შეარჩევს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი