ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს უფლება ექნებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე წინა გვერდითა მინები 60 პროცენტამდე დაამუქონ, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე კვლავ 75-პროცენტიანი შეზღუდვა მოქმედებს.