ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში

04 ივლისი 2024, 09:53 380 ნახვა

ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრობის  ოპოზიციონერი კანდიდატი კირ სტარმერი ცდილობს თავისი მხარდამჭერების მობილიზებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, რომელიც საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, სავარაუდოდ,  ბრიტანეთში კონსერვატორების  14   წლიან  მმართველობას დაასრულებს.   

პირველადი შედეგები ცნობილი უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება. რომელიმე პარტია მანდატების უმრავლესობის მოპოვებას თუ შეძლებს, პარტიის ლიდერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, მეორე ადგილზე გასული პარტია კი – ოპოზიციური ძალა.

იმ შემთხვევაში, თუკი ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს საკმარისი ხმების მოგროვებას, უმრავლესობის ფორმირებისთვის, ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს დაიწყებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში