ეუთო-ს რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც დასანანი და სამწუხაროა - ირაკლი კობახიძე

04 ივლისი 2024, 10:08 344 ნახვა

„დეკლარაციაში მოხდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან სამწუხაროა“ - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიის შემდეგ მიღებულ საბოლოო დეკლარაციას.

დოკუმენტს პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ხმა არ მისცეს. მათ უკმაყოფილება სხდომაზევე გამოთქვეს დეკლარაციაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პუნქტების, მათ შორის "გამჭვირვალობის კანონის" მიღების შესახებ პუნქტის გამო.

ქართული დელეგაციის უკმაყოფილება მოჰყვა ასევე დეკლარაციაში შეთანხმებულ პუნქტს საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგი ფორმულირებით იყო ჩამოყალიბებული: მოხდეს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შერიგება.

საბოლოოდ, აღნიშნული ჩანაწერი რეზოლუციიდან ბოლო მომენტში ამერიკის დელეგაციის გადაწყვეტილებით გაიწვიეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი