დღეს საქართველოს სუპერთასი გათამაშდება. 2024 წლის გათამაშების ფინალში ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებდა, მაგრამ ბოლო მომენტში სტადიონი შეიცვალა – მატჩი, „დინამო არენის“ ნაცვლად, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. 19:00 საათზე კი მესამე ადგილისთვის მატჩში ბათუმში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და „იბერია“ დაუპირისპირდებიან.
საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით 2023 წლიდან იმართება. ჯილდოსთვის ევროთასების საგზურის მფლობელი გუნდები იბრძვიან. ფორმატის მიზანი ევროტურნირების შეხვედრებისთვის გუნდების უკეთ მომზადებაა.