სარაგბო ფესტივალი ბათუმში

02 ივლისი 2024, 14:15 234 ნახვა

რაგბის კვირეულის ფარგლებში, რომელიც აჭარაში იმართება საქართველო-ფიჯის ნაკრები გუნდების სატესტო შეხვედრასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა სარაგბო ფესტივალი, რომელშიც აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ასაკობრივი გუნდები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის მიმდინარეობისას ნორჩ ქართველ მორაგბეებს ფიჯის ეროვნული ნაკრების მორაგბეები ესტუმრნენ და მათ თამაშს დაესწრნენ.

ფიჯელებმა პატარა მორაგბეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფებიც დაარიგეს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტების სერიის პირველ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს, „ბათუმი არენაზე“ სწორედ ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი