ბლინკენი საფრანგეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა

02 ივლისი 2024, 08:58 393 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საფრანგეთის არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა  გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ცვლილებებს  ევროპის ნატოსადმი მხარდაჭერის კუთხით. საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ  და მისმა მოკავშირეებმა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 33%  მიიღეს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტების ფართო ალიანსმა მხოლოდ ხმების 22% დააგროვა.

ეროვნული გაერთიანება, რომელიც არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში,  არ მალავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ და აცხადებს, რომ სურს საფრანგეთმა დატოვოს ნატოს  სარდლობა, თუმცა არა მანამდე, სანამ უკრაინაში ომია.

შეძლებენ  თუ არა ულტრამემარჯვენეები ეროვნული  მთავრობის ჩამოყალიბებას, ახლა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებით მოახერხებენ სხვა პარტიები ლე პენის  კანდიდატების დამარცხებას საფრანგეთის ასობით ოლქში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში