დღეიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.
ევროკავშირის თავმჯდომარეობა ქვეყნებს როტაციის პრინციპით უწევთ. ეს თანამდებობა ქვეყნებს, რეალურად, მცირე ძალაუფლებას აძლევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავმჯდომარე ქვეყანას აქვს საშუალება, დღის წესრიგში თავისი პრიორიტეტები დააყენოს.
ბუდაპეშტის შვიდი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი კი იქნება თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა.
2024 წელი ევროკავშირის ინსტიტუტებში გარდამავალი წელია და უნგრეთს თავმჯდომარეობისას მოუწევს, უზრუნველყოს საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა ახალ ევროპარლამენტსა და ახალ ევროკომისიასთან.