რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები გამართლებულია - ზელენსკი

01 ივლისი 2024, 09:51 387 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი  აცხადებს, რომ  რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე დარტყმებმა „სიცოცხლის დაცვას შეუწყო ხელი. მსოფლიო რაც მალე დაგვეხმარება რუსულ სამხედრო ავიაციასთან გამკლავებაში, რაც უფრო სწრაფად შევძლებთ დარტყმას – სხვათა შორის, საკმაოდ სამართლიანად  რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე, მით უფრო ახლოს იქნება მშვიდობა“, – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, კვირას რუსული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის ცენტრს მართვადი ბომბით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა და დაიწვა შენობები და მანქანები.

მართვადი რაკეტები  კიევის მიმართულებითაც გაუშვეს.  რაკეტის ფრაგმენტები ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში ჩამოცვივდა და დააზიანა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აივნები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში