რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში - შვედეთის თავდაცვის მინისტრი

30 ივნისი 2024, 19:54 357 ნახვა

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი არ არის, მაგრამ, ის აგრძელებს ნატო-სა და ევროკავშირში მოკავშირეების გაყოფის მცდელობას, - ამის შესახებ, შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პოლ იონსონი საუბრობს.

იონსონის თქმით, რუსეთი მზადაა დიდი პოლიტიკური და სამხედრო რისკებისთვის და დიდი ამბიციები აქვს საკუთარი შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისთვის.

”საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, არის ნატო-ს გაძლიერება და შეკავებასა და თავდაცვაზე ფოკუსირება”, - აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ალიანსის მიზანია არა ევროპაში შესაძლო ომის მოგება, არამედ მისი თავიდან აცილება.

„ვთვლი, კრემლი და თავად პუტინი აცნობიერებენ, რომ ამ ომს წააგებენ. მაგრამ ვთვლი, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში“, - აღნიშნა იონსონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში