ბათუმში მცირეწლოვანი დაშავდა. 5 წლის ბავშვს ბოწკინტი დაეცა, რის გამოც კიდურის მოტეხილობით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. დედა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს, რაზეც ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციაში უარს ამბობენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ბოწკინტები უმაღლესი სასწავლებლის მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობის შესაჩერებლად განათავსეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი მყარად დამონტაჟებული არ იყო. შემთხვევის შემდეგ კი აქ მდგომარეობა შეიცვალა.