ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს

30 ივნისი 2024, 18:44 421 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობის, ისევე, როგორც რესპუბლიკელების ლიდერის, დონალდ ტრამპის პოზიცია, უკრაინის ნატო-ში არ მიწვევის შესახებ, არ შეესაბამება „მსოფლიო ლიდერების პოლიტიკას“.

„მჯერა, რომ ეს არის „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“ პოლიტიკა და არ ვთვლი, რომ ეს მსოფლიო ლიდერების პოლიტიკაა. ეს ფრთხილი ნაბიჯია. ეს არის გამნაღმველების ნაბიჯები დანაღმულ მოედანზე და თუ დღეს ჩვენთვის არ არის ნატო-ში მოწვევა, ვითხოვთ კონკრეტიკას“,- ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ  „ამერიკას პუტინის გაბრაზების თუ ეშინია, მაშინ, კიევი ითხოვს რუსული აგრესიისგან დაცვის საშუალებებს“.

„ჩვენ ვითხოვთ „პეტრიოტს“, ვითხოვთ „ეფ-16“-ების საკმარის რაოდენობას, ჩვენ ვითხოვთ შესაძლებლობას, გამოვიყენოთ იარაღი თავის დასაცავად. თუ ნატო ჯერ არ არის მზად ჩვენ დასაცავად და ალიანსში მიღებისთვის, მაშინ, ვითხოვთ ყველაფერს, რითაც შეგვიძლია, თავი დავიცვათ“, – აცხადებს ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი