საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია, „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს.
ჯორდან ბარდელას სურს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუმცა აცხადებს, რომ ამ თანამდებობას, მხოლოდ, იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ პარტია აბსოლუტურ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს.
არჩევნები ორტურიანია და 577-მანდატიან, ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა, 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.