„ჰამასის“ წარმომადგენელი, ოსამა ჰამდანი აცხადებს, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების მხრივ არანაირი პროგრესი არ არის. ინფორმაციას, ამის შესახებ, უცხოური მედია ავრცელებს.
ჰამდანის თქმით, "ჰამასი" მზადაა, კეთილგანწყობილად შეხვდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც დაასრულებს ამ ომს.
მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა. სამეტაპიანი გეგმის პირველი ეტაპი, ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტას, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ, ღაზის დასახლებული პუნქტებს დატოვებას და პალესტინელი პატიმრებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებდა.