რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის მუქარაზე

30 ივნისი 2024, 10:52 192 ნახვა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის მუქარას ეხმაურება.

ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანის მუქარის მიუხედავად, ისრაელი მზადაა, გამოიყენოს სამხედრო ძალა ლიბანის წინააღმდეგ, თუ „ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელის ტერიტორიების დაბომბვას.

„ირანი ემუქრება ისრაელს განადგურებით, თუ ისრაელი უპასუხებს „ჰეზბოლას“ თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია – თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ მათ წინააღმდეგ მთელი ძალით ვიმოქმედებთ, ვიდრე უსაფრთხოება არ იქნება აღდგენილი და მცხოვრებლები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს“, – წერს კაცი.

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, იმსახურებს, თავად განადგურდეს.

ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას გამანადგურებელი ომი მოჰყვება. ამის შესახებ, გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანი სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განახორციელებს, გამანადგურებელი ომი დაიწყება“, - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში