იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აქცია გაიმართა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის შეცვლასა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა აქცია დაშალეს და პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.