ერთი დღე მორიგ ისტორიულ მატჩამდე, ხვალ თბილისის დროით 23 საათზე ჩვენი ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთელებმა იციან, რომ წინ რთული თამაში ელით, მაგრამ სასწაულების მოსახდენად ისევ მზად არიან.
ეროვნულმა ნაკრებმა „ფელბერტის“ საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით უკვე ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი მამარდაშვილმა, ლუკა ლოჩოშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა უპასუხეს.
ცნობილია, რომ კიოლნის სტადიონზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი 10 000-ვე ადგილი გაყიდულია.