ქომაგებისთვის კიოლნიდან საქართველოში დასაბრუნებელ სუბსიდირებულ, დამატებით სამ რეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

29 ივნისი 2024, 10:49 188 ნახვა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურის დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქომაგებისთვის კიოლნიდან საქართველოს მიმართულებით სუბსიდირებულ დამატებით სამ რეისზე ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება.

ქარქაშაძის ინფორმაციით, რეისები პირველ და ორ ივლისს შესრულდება.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, ერთი თამაშით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, პრემიერის დავალებით, უზრუნველვყავით ჯგუფური ეტაპისთვის ჯამში 42 რეისი თბილისიდან და ქუთაისიდან. უკვე პლეი ოფისთვის, ახალი თამაშისთვის დავამატეთ შვიდი ჩარტერული რეისი. ოთხი უკვე გაყიდვაშია, ხოლო, სამი რეისი, პირველ და ორ ივლისს გამოფრენა, tkt.ge-ზე დაემატება. მოთხოვნა არის ძალიან დიდი და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. დარწმუნებული ვარ, როგორიც წინა თამაშებზე, ანალოგიური შემართებით დავუდგებით ჩვენს გუნდს გვერდით და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებულ ოთხ ჩარტერულ რეისზე ბილეთების შეძენა, გუშინ, დაიწყო. ფრენები კიოლნის მიმართულებით 29 და 30 ივნისს შესრულდება. ერთი გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევროს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი